მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკის სამხედრო ბაზები განლაგებულია მსოფლიოს 80 ქვეყანაში. მათი უმრავლესობა არ არის NATO-ს წევრი, მაგრამ სწორედ ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა და ამერიკის სამხედრო ბაზა არის მათი უსაფრთხოების გარანტი. მაგალითად, სამხრეთ კორეა, იაპონია, ქუვეიტი და სხვადასხვა ქვეყანა, სწორედ ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია, რომ მეზობელი ქვეყნები არ დაესხან თავს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, მთელი ის რიტორიკა, რომელიც გუშინ ჰქონდა კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკა და ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის ავტორიც არის რუსეთი.
2008 წლის ომის დროს საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოიწვია, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემის შემოსვლამ შავ ზღვაში და ამერიკის სამხედრო თვითმფრინავების განლაგებამ თბილისის აეროპორტში. აი, ამან გამოიწვია ის, რომ საჰაერო სივრცეში დაბომბვები შეწყვიტა რუსეთის სამხედრო ძალებმა, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ თურმე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობას, რომლის მტკიცებაც დაგვიწყო მდინარაძემ, კობახიძემ, კალაძემ თავიდან ბოლომდე. უფრო მეტიც, კალაძის განცხადებები NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, ამ ადამიანს განათლების პრობლემა აქვს, მაგრამ ვინმემ მაინც ურჩიეთ, ასე თავისი თავისი ლუსტრაცია, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის და საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების, ანტიეროვნულია, ანტიქართულია ყველა ეს განცხადება.
ასე ეხმაურება ვაშაძე მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო.