ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, დღეს წყალმომარაგება მთაწმინდის, საბურთალოსა და ვაკის რაიონების ნაწილს შეუწყდება.
GWP-ის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ჩერონის დასახლებაში მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: სოფ. ტაბახმელა სრულად, დაბა შინდისში: მირიან მეფე, ამაღლება, დიდგორი, ჭონქაძე, წუწუნავა, წავკისში: გორგასალი, მარიჯანი, ჯაფარიძე, სამადლო, ვახტანგ მეექვსე, თაყაიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძე, დიდგორის, დუმბაძე. სააკაძე, ნეგოს ტყე.
გარდა ამისა, კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს საბურთალოს რაიონში, ზ.ქაფიანიძის ქ. N 2-თან, რის გამოც 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: პანკისის, პანკისის შესახვევს, პეკინის შესახვევს, პეკინის N2-10 (ლუწებს) და N3, იყალთოს N8, ბოლქვაძის, დოლიძის N 5, 7, 9, 11, N 2-60 (ლუწები) და ქაფიანიძის ქუჩებს.
რაც შეეხება ვაკის რაიონს, კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს ფალიაშვილის ქ. N51-თან, რის გამოც 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ი.მოსაშვილის N1, 3, 5, 11 და N 2- 40(ლუწებს), ჭავჭავაძის გამზ. N54, 56 ,62,64, 74 ა და 74/11, ელიავას (ყოფილი დარიალის), მუხაძის, მიშველაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ფალიაშვილის N 43-87(კენტებს), 60-118 (ლუწებს), ი. აბაშიძის N 43-89(კენტებს),40- 86 (ლუწებს).