უწყვეტი სახალხო პროტესტი თბილისში

უწყვეტი სახალხო პროტესტი თბილისში

სახალხო პროტესტი თბილისში გრძელდება. დღის განმავლობაში არაერთი მსვლელობა და მარში შედგა. „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია მთავარ პროკურატურასთან. საგამოძიებო უწყებასთან მშობლები შეიკრიბნენ, რომელთა შვილებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს. ითქვა, რომ ყველა დაკავებული არის პოლიტიკური პატიმარი და ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის ისჯებიან. თბილისში მიმდინარე მსვლელობებმა თავი უკვე მოიყარა პარლამენტთან.