უსაფრთხოების გამო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დაიკეტა

უსაფრთხოების გამო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დაიკეტა

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დღეს დილით დროებით დაიკეტა.

"ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაპირველად საელჩომ მხოლოდ ცენტრის დაკეტვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც სოცქსელების მომხმარებლებში გაურკვევლობა გამოიწვია. მოგვიანებით საელჩომ განმარტებაც გააკეთა.