რუსეთი ავდეევკას ალყაში მოქცევის მიზნით დამატებით სამხედრო ძალებს აგროვებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელი სამხედროები რუსების გადაჯგუფებას აკვირდებიან. ამასთან, მათი თქმით, 10 ოქტომბრიდან მოყოლებული ავდეევკაზე თავდასხმების დროს ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი განიცადეს.
მედიის ინფორმაციით, ავდეევკას მიმართულებით რუსეთს 40 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაზე თავდასხმებისას რუსეთის ფედერაციამ 200-მდე ჯავშანმანქანა დაკარგა.