უკრაინის თავდაცვა: უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 130-მდე სატანკო ბატალიონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვა: უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 130-მდე სატანკო ბატალიონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 130-მდე სატანკო ბატალიონი გაანადგურეს.

"დიდი ომის" 16 თვის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტების 120-130 სატანკო ბატალიონი გაანადგურეს. ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, რუსეთმა ფრონტზე 4000-ზე მეტი ტანკი დაკარგა, რაც 120-130 სატანკო ბატალიონს უდრის.

თითოეული განადგურებული მტრის ტანკი არის ნაბიჯი ჩვენი გამარჯვებისკენ", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 222 000 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.