უკრაინის თავდაცვა: უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 000 რუსი ჯარისკაცი იბრძვის

უკრაინის თავდაცვა: უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 000 რუსი ჯარისკაცი იბრძვის

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 000 რუსი ჯარისკაცი იბრძვის.

"კრემლის გრძელვადიანი გეგმები, არსებული ინფორმაციით, უცვლელი რჩება - ძალის გამოყენებით დაარწმუნოს უკრაინის ხელმძღვანელობა, დაიწყოს მოლაპარაკებები. ამისთვის ოკუპანტები მთელ ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა განდევნონ [უკრაინის] თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვანი ცენტრებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, მტრის უპირველეს მიზნად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღება რჩება. ამასთან, მტერი აგრძელებს რეგიონის სხვა ქალაქებზე - ავდეევკასა და მარინკაზე თავდასხმებს.

"აგრესორი გააგრძელებს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიურ სარაკეტო თავდასხმებს. შესაბამისად, რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას და უახლესი ინფორმაციის საფუძველზე, უარს არ ამბობს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებაზე", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.