უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ალექსანდრ შტუპუნი აცხადებს, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება და სერგეი შოიგუს განცხადება არასწორია.
"მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებული. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია"- თქვა შტუპუნმა.
მანამდე, 25 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. შოიგუს მტკიცებით, მარინკას "აღებამ შესაძლებელი გახადა უკრაინის არტილერიის დონეცკის მოშორებით გადასროლა".
პუტინმა შოიგუს "წარმატება" მიულოცა და თქვა, რომ "ეს რუს ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში გადავიდნენ".