უკრაინის სარაკეტო ძალებმა ყირიმში საკის აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის სარაკეტო ძალებმა ყირიმში საკის აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომს, საკის დაარტყეს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი თანამედროვე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით იყო დაფარული, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტის დაცვა კიდევ ერთხელ ვერ მოახერხეს", - გაანცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.

რუსული ტელეგრამ არხის, ASTRA-ს მიხედვით, თავდასხმა იყო საკის რაიონში ნოვოფედოროვკაში მდებარე ობიექტზე. მედიის ცნობით, იქ განადგურდა სარადარო სადგური, დაიჭრა ორი ჯარისკაცი და ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალას.

რუსეთს ყირიმზე თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.