ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 63 რუსული დრონიდან 36 ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 16 უპილოტო საფრენი აპარატი დაიკარგა.
რუსული დრონები ოდესის, კიევის, ნიკოლაევის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ლვოვის, როვენისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსულმა არმიამ უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორო-ახტარსკის, ორელისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვა.
თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები და ცეცხლის მობილური ჯგუფები მონაწილეობდნენ.