უკრაინის საჰაერო ძალებმა 56 რუსული დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა 56 რუსული დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინას 117 შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინულმა მხარემ 56 დრონი გაანადგურა, ხოლო 48-მ მიზანს ვერ მიაღწია.

რუსეთის მხრიდან თავდასმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქები დაზარალდა.

რუსული საჰაერო თავდასხმა ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა და მობილური საარტილერიო ჯგუფებმა მოიგერიეს.