უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს.

"11 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით. საჰაერო თავდაცვამ 20 დრონი და 8 რაკეტა გაანადგურა", - ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დრონების უმეტესობა ნიკოლაევის რეგიონის მიმართულებით გაუშვეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.