უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

"18 დეკემბრის ღამეს Shahed-ის ტიპის 5-ივე უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ, რომლითაც რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინას თავს დაესხნენ.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები ნიკოლაევის, დნეპროპეტროსვკის, ვინიცას და ხმელნციკის რეგიონებში ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.