უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 49 დრონიდან 21 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. სულ დაფიქსირდა 49 დრონის გაშვება.
ამასთან, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკივს ექვსი S-300 მართვადი საზენიტო რაკეტით შეუტიეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.