უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 37 დრონიდან 33 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 37 დრონიდან 33 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 37 დრონიდან 33 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიას შეუტია. მათ გამოიყენეს 1 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა, 2 Kh-59 მართვადი თვითმფრინავი და 37 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 33 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონები განადგურდა კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკივის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.