უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 ჩამოაგდეს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 მათგანი ჩამოაგდეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 76 სამხედრო შეტაკება მოხდა. მტერმა 7 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 108 შეტევა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ცნობით, ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო.