უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან Shahed-ის ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

მტრის უპილოტო საფრენი აპარატები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.