უკრაინის გენშტაბის თქმით, რუსეთში საბრძოლო მასალის ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანას დაარტყეს

უკრაინის გენშტაბის თქმით, რუსეთში საბრძოლო მასალის ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ 6 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, სვერდლოვის ქარხანაზე მიიტანეს იერიში, რომელიც, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

აღნიშნული ქარხანა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრში მდებარეობს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ დარტყმის შემდეგ ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი აფეთქება და ხანძარი. დაშავებულებისა თუ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

აღნიშნული ობიექტი საბრძოლო მასალის ფართო სპექტრს აწარმოებს , მათ შორის საავიაციო და საარტილერიო ჭურვებს, მართვად საჰაერო ბომბებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების საბრძოლო ქობინებს, აგრეთვე საჰაერო თავდაცვისა და საინჟინრო დანაყოფებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ის ასევე ამზადებს საბრძოლო ქობინებს მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტებისთვის.

იმავე ღამეს, უკრაინულმა დრონებმა ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიის ნავთობტერმინალს, რასაც ასევე ხანძარი მოჰყვა. ამის შესახებაც უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება.