უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანი უერთდება.
"რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100, თვეში კი დაახლოებით 30 000 ადამიანი უერთდება. ეს გამოიყენება როგორც დანაკარგების ასანაზღაურებლად, ასევე სარეზერვო პოლკების ფორმირებისთვის. თუმცა ამას ფარულ მობილიზაციას ვერ ვუწოდებთ.
უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. ის ვაგნერელები, რომლებმაც კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს, სამხედრო სამსახურს რუსეთის შეირაღებულ ძალებში აგრძელებენ", - ამბობს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.