უკრაინის დაზვერვა: რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს

უკრაინის დაზვერვა: რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს.

"პუტინის რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი - სტრატეგიული და ტაქტიკური და ჰიპოთეტურად, საფრთხე ამ მიმართულებით ყოველთვის არსებობს. ამიტომ, უკრაინაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ საკითხს ყურადღებით აკვირდებიან", - თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

იუსოვის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ბრძოლის ველზე ოკუპანტებისთვის არაფერს შეცვლის, თუმცა, შესაძლოა, ამან პუტინის რეჟიმის დაშლა და მისი საბოლოო დამარცხება გამოიწვიოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. გასულ კვირას კი ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყეს.