უკრაინის დაზვერვის განცხადებით, ოკუპანტები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე გადაჯგუფებას შეეცდებიან.
"ოკუპანტები რაიმე სახის გადაჯგუფებას შეეცდებიან. ისინი ყველანაირი სცენარისთვის ემზადებოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ [დნეპრის] მარცხენა სანაპიროდან უკან დახევა მოუწევდათ. ნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში.
ამასთან, უკრაინელი სამხედროები ფრონტზე რუსეთის თავდაცვის სუსტი წერტილების შესწავლას აგრძელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ცნობით, მტერს, სავარაუდოდ, შემუშავებული აქვს გეგმა, კერძოდ, რუსებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამი ტაქტიკური ჯგუფის შექმნა სურთ.