
საქართველოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს. 45 წლის ზურაბ ოდიშვილი 45-ე ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაღუპულ გმირს მოქალაქეებმა პატივი მიაგეს. ქართველი მებრძოლის ცხედარი, ყაზბეგში, მშობლიურ სოფელ სიონში გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.