უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა მათ კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 32 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებში ჩამოაგდეს.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

"მადლობა 100%-იანი შედეგისთვის!", - დაწერა საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში.