უკრაინელებმა ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს

უკრაინელებმა ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს

გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსული სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს.

"გუშინ ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" შემდეგ, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულ სადესანტო გემს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.

მანამდე, ოკუპირებულ ფეოდისიას მცხოვრებლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.