უკრაინელებმა ავდიივკის მიმართულებით წინ წაიწიეს - აკონტროლებენ ერთ-ერთ დასახლებას

უკრაინელებმა ავდიივკის მიმართულებით წინ წაიწიეს - აკონტროლებენ ერთ-ერთ დასახლებას

უკრაინელმა სამხედროებმა ავდიივკის მიმართულებით წინ წაიწიეს და ერთ-ერთი დასახლების ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი ბარაბაში ავრცელებს.

ბარაბაშის თქმით, საუბარია რაიონ ოპიტნოეს ნაწილზე, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა გამაგრება შეძლეს.

"მთლიანობაში თავდაცვის ხაზზე ვითარება დაძაბული რჩება. მტერი ჩრდილოეთიდან გვიტევს. რაიონ ოპიტნოეს ჩრდილოეთ ნაწილში წარმატებას ვაღწევთ. 2 დღის წინ ოპიტნოეს ნაწილის დაკავება და პოზიციების გამყარება შევძელით. მას შემდეგ შეტაკებები გრძელდება", - თქვა ბარაბაშმა.