უკრაინელებმა ავდიივკასთან 900-მდე რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინელებმა ავდიივკასთან 900-მდე რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ავდიივკას მახლობლად 900-მდე რუსი სამხედრო მოკლეს და დაჭრეს.

ცნობილია, რომ მტერმა განაახლა შეტევითი ოპერაციები და არ წყვეტს ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობებს, თუმცა უკრაინელი სამხედროები ახერხებენ შეტევების მოგერიებას. გამომდინარე აქედან, ბოლო 24 საათის განმავლობაში განადგურდა და დაზიანდა რუსების თითქმის 50 ტანკი და 100-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა.

ამასთანავე, კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკასა და ივანოვკას დასახლებების რაიონებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 30-ზე მეტი თავდასხმა, ასევე 12 იერიში ნადეჟდას მახლობლად, ლუგანსკის რეგიონში.