უკრაინელები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე წარმატებას აღწევენ - გენშტაბი

უკრაინელები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე წარმატებას აღწევენ - გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით თავდასხმით ოპერაციას წარმატებით აგრძელებენ.

უწყების ცნობით, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ბახმუტის მიმართულებით შტურმი. უკრაინელი სამხედროები წარმატებას აღწევენ რობოტინოს და კლეშეევკას რაიონებშიც.

გენშტაბში ამბობენ, რომ შეიარაღებული ძალები ხსენებულ რაიონებში პოზიციებს იკავებენ და ოკუპანტებისგან ტერიტორიებს ათავისუფლებენ.

"24 საათის განმავლობაში 26 შეტაკება მოხდა. რუსებმა 2 რაკეტა გამოიყენეს, განხორციელდა 29 საავიაციო თავდასხმა, 14-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელ სამხედროებს და დასახლებულ პუნქტებს", - წერია გენშტაბის განცხადებაში.