უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 40-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 40-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 40-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა.

"პატიმართა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 44 ადამიანის სახლში დაბრუნება. მათ შორის 36 რიგითი და სერჟანტი და 6 ოფიცერი. ესენი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები.

[ეს ადამიანები] იცავდნენ მარიუპოლს, აზოვსტალს, ხერსონის რეგიონს, ებრძოდნენ მტერს აღმოსავლეთში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ერმაკის თქმით, უკრაინამ სამხედროებთან ერთად ორი მშვიდობიანი მოქალაქეც გაათავისუფლა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულთა შორის არიან დაშავებულები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ტყვეობაში აწამეს.