უკრაინამ კიევზე დრონების მასობრივი შეტევა მოიგერია

უკრაინამ კიევზე დრონების მასობრივი შეტევა მოიგერია

უკრაინამ კიევზე დრონების მასობრივი შეტევა მოიგერია - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა კიევს გუშინ გვიან ღამით შეუტიეს.

The Guardian-ის ცნობით, კიევის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევები სხვადასხვა რაიონში გაიფანტა, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.

"ამ ღამით აგრესორებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასობრივი შეტევა დრონებით. ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე ჩვენი ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურდა. კიევზე დარტყმები არ განხორციელებულა", - თქვა მან.

მაისში ეს კიევზე მე-11 საჰაერო თავდასხმაა - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა დედაქალაქზე შესატევად ირანული წარმოების 18 დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.