თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხმების 2%-ზე ნაკლებია დარჩენილი დასათვლელი.
ჯერ არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია პირველი ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%. თუ მონაცემები არ შეიცვლება, გამარჯვებული 28 მაისს მეორე ტურში გამოვლინდება.
ბიულეტენების 98,82%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანი ხმების 49,35%-ს იღებს. მისი მთავარი კონკურენტია ქემალ ქილიჩდაროღლუს, ექვსპარტიული ოპოზიციური ეროვნული ალიანსის კანდიდატს, 45% აქვს.
14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.