თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

თურქეთი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა გადაუგზავნოს პარლამენტს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი...რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა რატიფიცირების პროცესი მალე შედგეს", - თქვა სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუ ევროპა გზას გახსნის ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად. ერდოღანი შვედეთისთვის საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებდა, რომ მისი თქმით, ისინი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგებიან, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს.