პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი.
კომიტეტმა კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.
კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი 10 000 ლარს (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის) შეადგენდა.
თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს.
სტუდენტის სტატუსი ჯარისგან ავტომატურად ვეღარ გიხსნით - რა ცვლილებები იგეგმება