მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თემურ შარიქაძემ თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო. ეს არის მე-16 ადამიანი, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან გაათავისუფლეს და საქმე მოიგო.
"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ამასთან, ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3 000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ცნობით, წინ კიდევ 70-მდე სარჩელია.