წულუკიანი: კანონით დავიცავით ყველაზე მაღალი სიკეთე, მასთან ვერ გათანაბრდება ვიზა, შოპინგი

ჩვენ ვთვლით, რომ ამ კანონით დავიცავით ის, რაც ყველაზე მაღალი სიკეთე, რომელთან ვერც გათანაბრდება ვერც ვერანაირი ვიზა, მოგზაურობა, შოპინგი და ა.შ. ეს მათი ჰობია, მე და ჩემნაირებმა ეს მოვილიეთ უკვე. არ მინდა ხანდაზმულად გამოვიყურებოდე, მაგრამ ჩვენ საბჭოთა კავშირიც გვახსოვს, როდესაც 4 წელიწადში ერთხელ იყო ნებადართული ისიც კედლის აქეთ წასვლა და თან გაკვირდებოდნენ და მომდევნო 4 წელიწადში ვეღარსად წახვიდოდი. ღირებულებითი დისკუსიაა ეს და ეს არ არის მხოლოდ ნერვების ომი.

თქვა აჭარის ტელევიზიის ეთერში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შესაძლო სანქციებთან დასმული კითხვის პასუხად.