რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ნინო წილოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს, გამოკითხვაზე დაიბარონ. წილოსანი მოქალაქეს, რომელმაც მის სახლთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და "მოღალატე" უწოდა, "ადევნებაში" ადანაშაულებს.
"ნაცებმა ფაშიზმი ახალ დონეზე აიტანეს.. რამდენჯერმე შევნიშნე სხვადასხვა მანქანა როგორ მითვალთვალებდა, თუმცა აი კონკრეტულად ეს ავტომანქანა რამდენიმეჯერ მომხვდა თვალში და დღეს უკვე მოვახერხე, რომ დამეფიქსირებინა და მასში მჯდომი ადამიანები მემხილა სისხლისსამართლებრივ დანაშაულში - კერძოდ ადევნებაში. ამ ვიდეოში, და დამატებით სახლის წინ არსებულ სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს, როგორ მელოდებოდა, ვიდრე ინტერვიუს დავასრულებდი და ჩართული კამერების გარეშე დავრჩებოდი მარტო, რომ დაშინება და მუქარა განეხორციელებინა.
ამის შემდეგ დემონსტრაციულად ისევ დაარტყა ერთი წრე და სწორედ ამ დროს მოხერხდა გადაღება. დანარჩენს სხვა ვიდეოკამერები აღბეჭდავდნენ. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დამიბარონ გამოკითხვაზე და მოახდინონ რეაგირება ჩემს მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. ხოლო თუ ვინმემ პირადად იცანით ეს არსება, იცოდეთ რომ ფაშისტი ნაძირალაა!", - დაწერა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში და მის მიერ გადაღებული ვიდეო ატვირთა.
წილოსანის ბრალდებებს თავად ის მოქალაქეც ეხმაურება, რომელიც დეპუტატის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს - ის იურისტი დავით კუპრავაა.
როგორც კუპრავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, არანაირ ადევნებას ადგილი არ ჰქონია, მან დეპუტატი ინტერვიუს ჩაწერის დროს შეამჩნია და ამ ფორმით პროტესტი გამოხატა.
"ჩემს ცოლს გამოვუარე ვაკეში და ინტერვიუს რომ წერდი დაგინახე, დავასიგნალე და მოღალატე ხარ-თქო დაგიძახე. ვინ გელოდებოდა ან ვინ გითვალთვალებდა ან რა ეს მანქანა შეამჩნიე აქამდეც რამე ხომ არ გეშლება?! მოღალატეს მოღალატე ჰქვია და კიდევ სადაც შემხვდებით ნებისმიერი თქვენგანი, რომელმაც ჩემი სამშობლო რუსებს მიყიდეთ იმავეს გავიმეორებ!ნ ნაცების დედა მოვტ*ან - ეს ისე მაინც, რამე რომ არ დამაბრალო კიდევ!", - წერს კუპრავა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც ერთი პოლიციელის იდენტიფიცრება და დასჯა, რომელმაც აქციების დროს მოქალაქეებზე იძალადა. ასევე არ მომხდარა იმ მუქარის შემცველი ზარების საქმის გამოძიება.