არასამთვარობო ორგანიზაცია მედიახმამ მოაგროვა ფაქტები და ჟურნალისტების მონათხრობი. ერთ მხარესაა ის სამართლებრივი დევნა, რომლის შედეგადაც ერთი კრიტიკული არხის დირექტორი დაპატიმრებულია, ორის დამფუძნებელზე სასამართლო პროცესები აქტიურ ფაზაშია. მეორე მხრივ, გაცხადებული დევნის მიღმა, არის ხელისუფლების აგრესიული ქცევა, რომელთან გამკლავებაც ჟურნალისტებს გადაღებებზე თითქმის ყოველდღე უწევთ. ივანიშვილის გუნდის თავდასხმა მედიაზე ტონს აძლევს ძალადობრივ ჯგუფებს.