საყოველთაო მობილიზაცია 26 ოქტომბრისთვის, საქართველო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - ვინ, რა ფორმით არის ჩართული გადამწყვეტ არჩევნებში - ახალგაზრდა თაობა, როგორც მთავარი შიში ოლიგარქისთვის და მთავარი ძალა საქართველოსთვის. ამ რეპორტაჟით სწორედ იმ ადამიანებზე გიყვებით, ვინც ყველა რესურს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანაში რუსული მმართველობა დასრულდეს. გაგაცნობთ ახალგაზრდა კაცს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა უნივერსიტეტების წინ, საკუთარი ხარჯებით საინფორმაციო კამპანიას მართავს და რიგით გამვლელებს - მტკიცებულებებით უყვება რატომ არის რეჟიმი რუსული და რატომ უნდა მივიდეთ, არჩევნებზე აუცილებლად.