ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს.
"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - წერს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა.
ოჯახი წლებია, რაც დეკანოზის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ისინი გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასაც ითხოვდნენ.