
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა.
საბოლოო ჯამში, შემთხვევას 2 ადამიანის, ქალისა და კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
1 დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.