თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, დაახლოებით 1 საათის წინ, მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მანქანაში.

ავტომობილმა მეტეხის ხიდთან არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.