თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა - ფორმულას ინფორმაციით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.

ფორმულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.