თბილისში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა

თბილისში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა

თბილისში, სვანეთის უბანში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოს წარმოებისას მიწის ფერდობი ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.