
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით კაცი მოკლეს.
მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.