თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.