თბილისის მუზეუმების გაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას დროებით წყვეტს.
"თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროებით წყვეტს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და საექსკურსიო მომსახურებას და ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და სხვა ეროვნული მოღვაწეების დემოკრატიული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის დაცვას ქვეყნის ევროპული გზისთვის"- ნათქვამია განცხადებაში.