თბილისი ენერჯი: გაზსადენი აღდგენილია, გაზის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება

თბილისი ენერჯი: გაზსადენი აღდგენილია, გაზის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება

თბილისში გაზსადენი აღდგენილია, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება ეტაპობრივად იწყება.

ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

"500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.

ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში.
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.

თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე",-წერია განცხადებაში

გუშინ, გვიან ღამით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი დაუდგენელი მიზეზის გამო დაზიანდა. ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 150 000 -მდე აბონენტს.