![აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b3286c4e-83fc-427e-bb32-5b475570fd73.jpg)
თბილისი ენერჯიში ამბობენ, რომ გაზმომარაგების ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო. ხვალ, დღის ბოლომდე სრულად ჩაირთვება 150 000 აბონენტი.
მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ იყვნენ ფრთხილად და გადაკეტონ გაზის დანადგარები.
"ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. აღნიშნული პროცესი საჭიროებს დიდ ყურადღებას!
გთხოვთ, შეამოწმოთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ხვალ, დღის ბოლომდე სრულად ჩაირთვება 150 000 აბონენტი"- წერია განცხადებაში
გუშინ, გვიან ღამით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენიდაუდგენელი მიზეზის გამო დაზიანდა. ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 150 000 -მდე აბონენტს.