თბილისი ენერჯი: დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს, მუშაობა დაწყებულია

თბილისი ენერჯი: დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს, მუშაობა დაწყებულია

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.

კომპანიის ცნობით, გაზსადენის აღსადგენად შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.

"დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს. გაზსადენის აღსადგენად თბილისი ენერჯის ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ. ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო."- ნათქვამია განცხადებაში.