ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ის მთელი წყება, სია, დრო არ გვეყოფა იმისთვის, რომ ჩამოვთვალოთ, კონკრეტულად რამდენ რაღაცაზე არის სასწრაფო რეაქცია საჭირო. დღევანდელი გამოსვლის მერე კიდევაც არაფერი შეცვლილა, რასაკვრიველია, მინისტრის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რისთვისაც აქ ვდგავართ. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხელოვნება აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური და რაც მთავარია, უნდა აფიქსირებდეს იმ აზრს, რაც ხელოვანს, როგორც მოქალაქეს აქვს.
[...] დღეს ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ერთად დავუპირისპირდეთ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელ კულტურაში, ხელოვნებაში. და ვთქვათ კიდევ ერთხელ ყველამ ერთად, რომ უარი ვუთხრათ კონფორმიზმის, მორჩილებას, დუმილს და ა.შ.
ამბობს რეჟისორი დათა თავაძე ფორმულასთან. თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.