სუს-ი მოქალაქეებს გამოკითხვაზე ყოველ დღე იბარებს. საინტერესოა, რომ დღეს სუს-ში დღეს ორი ბიზნესმენი იმყოფებოდა, თუმცა დეტალები ისევ უცნობია. უწყებები ისევ მისდით უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებიც ჩვენებებს სასამართლოს წინაშე აძლევენ. იმის შესახებ რასაც აქამდე ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა წყარო ამბობდა, სუს-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა. აღსანიშნავია, რომ სუს-ის მიერ აღძრული საქმე მმართველმა პარტიამ შეთქმულების თეორიებში ჩასვა და გლობალურ ომის პარტიას დაუკავშირა, რომელიც ასევე მისი გამოგონილია და არავინ იცის, რას წარმოადგენს.